რეგიონი
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 240 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 240 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
  • ტანკი - 3 388
  • ჯავშანტექნიკა - 6 630
  • საარტილერიო სისტემა - 2 383
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 478
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 247
  • თვითმფრინავი - 300
  • ვერტმფრენი - 288
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 051
  • ფრთოსანი რაკეტა - 873
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5 252
  • სპეცტექნიკა - 230
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
| Print |