რეგიონი
აშშ-მა უკრაინას 400 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
აშშ-მა უკრაინას 400 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ 3 მარტს განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ამ სახსრების გამოსაყოფად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ დასჭირვებია კონგრესის თანხმობა.

„სამხედრო დახმარების ამ პაკეტში შედის ჭურვები HIMARS-ის სისტემებისა და ჰაუბიცებისთვის, რომლებსაც გამოიყენებს უკრაინა, ასევე ამუნიცია დაჯავშნილი მანქანა Bradley-ისთვის, საპონტონე გადასასვლელები, აგრეთვე ტექნიკური მომსახურება და გაწვრთნა,“ მოჰყავს ბლინკენის სიტყვები Reuters-ს.

დახმარების ახალ პაკეტში შედის:

  • მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვები
  • 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები
  • 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები
  • 25-მილიმეტრიანი ამუნიცია
  • საპონტონე გადასასვლელების მოსაწყობი აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის
  • ასაფეთქებელი მასალები და აღჭურვილობა წინაღობების გადასალახად
  • დიაგნოსტიკური აღჭურვილობა ავტოტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.

უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა უკვე 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
| Print |