რეგიონი
უკრაინაში რუსული ძალების მიერ მოკლული ბავშვების რაოდენობა 477-მდე გაიზარდა
2023 წლის 30 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 477 ბავშვი მოკლეს, ხოლო 955-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მოკლული და დაშავებული ბავშვების ოდენობის დასადგენად სამუშაოები საომარი მოქმედებების ზონებში, ისევე როგორც, დროებით მიტაცებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

„ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა დონეცკის ოლქში - 452, ხარკოვის ოლქში - 275, კიევის ოლქში - 128, ხერსონის ოლქში - 94, ზაპოროჟიეს ოლქში - 89, მიკოლაივის ოლქში - 88, ჩერნიგოვის ოლქში - 69, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 67, ლუგანსკის ოლქში - 66“, - აღნიშნავს უკრაინის პროკურატურა.
| Print |