სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავს
სომხეთის პარლამენტში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოსმენა თემაზე: „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადება“ 21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
სომხეთის პარლამენტში აღნიშნული მოსმენის გამართვის ინიციატივა „სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმას“ ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს.