ახალი ამბები
ახალციხესა და ასპინძაში ,,ევექსის" ჰოსპიტალი გაიხსნა
 ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ სამცხეში ახალი რეფერალური ჰოსპიტლები გახსნა. სამედიცინო ცენტრები მომხმარებელს ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული სამედიცინო ინვენტარითა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით მოემსახურება.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი, რეგიონის ყველაზე დიდი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია და მოსახლეობას, როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ, პედიატრიულ და გინეკოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი, სადაც ყოველწლიურად სამედიცინო მომსახურებას 38 000–ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

დღესვე, კორპორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის შემდეგ ასპინძის ახლადგახსნილი ჰოსპიტალიც მოინახულეს. განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ასპინძის  სამედიცინო ცენტრი  ადგილობრივ მოსახლეობას  ყველა სახის  ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, სტაციონალური სერვისის მაღალ სპექტრს მიაწვდის.

სამცხე ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ რეგიონში არსებული მცირე ზომის კლინიკების რეაბილიტაციაც დაასრულა. ახალციხისა და  ასპინძის მოსახლეობას საშუალება ექნება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა სახის სამედიცინო დახმარება.

| Print |