ახალი ამბები
დღეიდან 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება იწყება
ბავშვთა უფლებების კოდექსთან დაკავშირებით, დღეიდან 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება იწყება. რეფორმის ფარგლებში საქართველოს ქალაქებში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეული უნდა შეიქმნას. მასში სოციალური მუშაკი, იურისტი, კოორდინატორი და ფსიქოლოგი იმუშავებენ. ბავშვთა კოდექსი პირველი სეტქმბრიდან ამოქმედდება.

საჯარო მოსამსახურის გადამზადება გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის შეერთებული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ჩვენი პარტნიორების დახმარებით ჩვენ გადავამზადეთ 200-ზე მეტი სოციალური მუშაკი, კოორდინატორი და ინსპექტორი რომლებიც სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებში იქნებიან დასაქმებულნი. ასევე სასამართლოს მიმართულებით მოსამართლეები, ადვოკატები, იურიდიულისამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ასევე თვითმმართველობებნთან ერთად იოქნებიან ჩართულნი იმისთვის რომ თითოეული ბავშვის კეთილდღეობა იქნას უზრუნველყოფილი“ - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

შეხვედრას USAID-ის მმართველობისა და განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდთი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პირდაპირ ეთერში იმედი ავრცელებს.
| Print |