ახალი ამბები
სტომატოლოგიურ კლინიკებში პაციენტების ვიზიტებმა იკლო
პანდემიის გამო, ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა, თუმცა, მუშაობის განახლება მხოლოდ იმ დაწესებულებებმა შეძლეს, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილეს.
სამინისტროს მითითებების დაცვით, სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა ახალციხეშიც. თუმცა სამედიცინო დაწესებულებები ახალი პრობლემის წინაშე დადგნენ. სტომატოლოგები, ამ დრომდე, პაციენტების სიმცირეს უჩივიან. ამის მიზეზად, გაძვირებული მომსახურება სახელდება. ფასების გაზრდა ექიმებს კორონავირუსით გამოწვეული ახალი რეგულაციების გამო მოუწიათ.

| Print |