ახალი ამბები
ნინოწინდაში დაშავებულებიდან ერთ-ერთი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს
ნინოწმინდაში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების დროს დაშავებული 40 წლამდე ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმეა. ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მამაკაცს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ქალს კი ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა, მას დაზიანებული ჰქონდა ელენთა.

ქალს ახალქალაქის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მამაკაცი კი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

"ორი დაშავებული იყო შემოყვანილი. ორივეს მდგომარეობა მძიმეა. ქალს გაუკეთდა ოპერაცია. ელენთის დაზიანება იყო და ძლიერი სისხლდენა. ახლა რჩება ჩვენს კლინიკაში. მამაკაცი გადაყანილია ღუდუშაურში. მამაკაცს აღენიშნებოდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ქალის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური" - აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე თოროიანი. 

შემთხვევა დღეს, 19 იანვარს მოხდა. ნინოწინდა-ოროჯოლარის გზაზე მატარებელი მსუბუქ ავტომობილს
დაეჯახა.
| Print |