ახალი ამბები
ხანძრის შედეგად, ახალციხეში მაღაზიის ნაწილი და ტანსაცმელი დაიწვა
სავაჭრო ობიექტში, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მაღაზიის თანამშრომლებმა ფართის დასუფთავება და საქონლის დალაგება დაიწყეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა, ამიტომ შენობაში მხოლოდ 2 კვ.მ. დაიწვა. მოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთების უმეტესობა გარეთ გამოიტანეს. დაიწვა ტანსაცმლის მცირე ნაწილი.

შემთხვევა ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ბანკომატის ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. როგორც მაღაზიაში ამბობენ, ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა და სახანძრო მანქანის მისვლამდე ჩააქრეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

| Print |