ახალი ამბები
ახალქალაქში ენზელ მკოიანის ჰიდროელექტროსადგურს მუშაობის უფლება შეუჩერეს
ახალქალაქში პარლამენტის ყოფილი წევრის ენზელ მკოიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური დახურეს. გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შპს „ენერგიას“ მუშაობა შეჩერებულია ზედაპირული წყლის მოპოვების ტექნიკური რეგლამენტის არარსებობის გამო. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ენზელ მკოიანი კი ირწმუნება, რომ ჰიდროელექტროსადგური შეგნებულად გათიშეს.

"მოვიდნენ და ყველა საბუთი დაათვალიერეს. არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 80 ლარი უნდა გადავიხადოთ. ხუთი წლის განმავლობაში უნდა განახლდეს ნებართვა... ჩვენ 20 დღის წინ მივმართეთ ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით, რადგან ამჟამად ყველაფერი ონლაინ რეჟიმშია, მაგრამ ინტერნეტმა არ იმუშავა. ისინი მოვიდნენ და ჰესი შეაჩერეს. 20 გრადუსიან ყინვაში, როგორც ჩანს, ის მწყობრიდან გამოვიდა”,
- ამბობს ენზელ მკოიანი.


ენზელ მკოიანის მტკიცებით, მის ჰიდროელექტროსადგურში დენი სახელმწიფოს დენზე ბევრად იაფია. მისივე თქმით, ენელქტროენერგიით ახალქალაქში 11 საცხობი და 17 მაღაზია მარაგდება.

"დღეს ისინი ჰიდროელექტროსადგურთან მივიდნენ და ტიროდნენ, რადგან ჩვენი ელექტროენერგია სამჯერ იაფია, ვიდრე სახელმწიფოსი... სამყაროში ყველაფერი ასე არ დარჩება. ერთ მშვენიერ დღეს სამართლიანობა გაიმარჯვებს”, - ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი.

გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალქალაქში მდებარე შპს „ენერგია“ მიმდინარე წლის 11 იანვარს შეამოწმეს. გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კოდექსის 82-ე მუხლის მე -2 პუნქტის მიხედვით შედგა. შპს „ენერგიას“ დირექტორი სიტყვიერად გააფრთხილეს, რომ ტექნიკური რეგლამენტის გარეშე, ზედაპირული წყლის გამოყენება აკრძალულია. შესაბამისად კომპანიას საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს.

jnews.ge
| Print |