ახალი ამბები
ასპინძაში სეტყვამ ნათესები გაანადგურა
ძლიერი სეტყვა იყო ასპინძაში. სტიქიამ მუნიციპალიტეტის სოფლები - ტოლოში და აწყვიტა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით, 15 წუთი გრძელდებოდა. განადგურებულია ხილი და ბოსტნეული.

"მთელი წლის მოსავალი გაანადგურა 15 წუთში. უფრო ბოსტნეული გააფუჭა - პამიდორი, ბულგარული, ლობიო, ვენახი. ხილი გაზაფხულზე გაყინა.
15 წთ გრძელდებოდა"
, - გვითხრეს სოფელში.

| Print |