განათლება
ახალციხის მეხუთე სკოლა ,,მხიარული სტარტების" ფინალში იასპარეზებს

მხიარული სტარტებიდან ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით დაბრუნდნენ. სასკოლო ოლიმპიადა გაზაფხულზე დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 12 სკოლა იქნა შიდა შეჯიბრით შერჩეული, რომელთაც ნახევარ ფინალში იასპარეზეს.

 

ფინალში პირველობისთვის ოთხი სკოლა იბრძოლებს, მათ შორის არის ახალციხის N5 საჯარო სკოლა.

მეხუთე სკოლის მოსწავლეებს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად აჭარის, გურიისა და მცხეთის სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოუწიათ ასპარეზობა.  გუნდში 12 მონაწილეა, მოსწავლეთა  ასაკი 10–დან  16–წლამდე მერყეობს. მათ გარდა შეჯიბრებაში მონაწილეობას ერთი მშობელი და ერთი მასწავლებელი იღებს.

გუნდის წევრები ამბობენ, რომ ასპარეზობა არ გაჭირვებიათ.

სასკოლო ოლიმპიადა 2016 წლის მხიარული სტარტების ფინალი 4 დეკემბერს გაიმართება. პირველობისთვის ქუთაისის, რუსთავის, მარნეულის და ახალციხის  სკოლის მოსწავლეები იბრძოლებენ.

თბილისში ორჯერ  ტრანსპორტირებისა და ნახევარფინალის ხარჯები ახალციხის მერიამ დაახლოებით, 800 ლარით დააფინანსა.

ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.


| Print |