2016 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე 20 კილომეტრამდე ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
დაახლოებით 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება სოფელ ურაველშიც. ამ ეტაპზე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 3 030 მეტრზე დაიგება. გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 932 768 ლარით ფინანსდება.
ურაველში სამუშაოების მიმდინარეობას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საგზაო ინფრასრუქტურა მოწესრიგდა სოფელ წყრუთში, ივლიტაში, სვირი-ბოგა-ტატანისში, წყალთბილა-ნაოხრებში, ზემო სხვილისში, მუსხში, ანდრიაწმინდაში, აგარა-წინუბანში, ქალაქ ვალეში (ვაჟა-ფშაველას და ფარნავაზ მეფის ქუჩები).
ამჟამად, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყალთბილა-ნაოხრებში (II ეტაპი), აგარა-საყუნეთში და სხვილისში.