ფარმა რჩევები
მარწყვი - აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან
მარწყვი აძლიერებს იმუნიტეტს და სისხლძარღვების კედლებს. ის იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან. ის არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება. მარწყვი ასევე შეიცავს იოდს. ამიტომ ზაფხულის პერიოდში მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საშუალებას გვაძლევს უარი ვთქვათ სხვა იოდის შემცველი საკვების მიღებაზე.
მარწყვი, მიუხედავად მისი ტკბილი გემოსი, ფლობს შაქრის დამწევ შესაძლებლობებს. დილით მიღებული ჭიქის მეოთხედი მარწყვის წვენი გვეხმარება კუჭის დაავადებების დროს.

ის საუკეთესო საშუალება გახდომის მსურველთათვის. თუ რა თქმა უნდა მათ არ აწუხებთ ალერგია. ასევე მისი დიდი რაოდენობით მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს შარდმდენი თვისებები. ის ორგანიზმს ეხმარება გათავისუფლდეს ზედმეტი წყლებისგან.

მისი ფოთლების ნახარში არეგულირებს არტერიულ წნევას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ამასთან ეს კენკრა გვეხმარება უძილობის დასაძლევად.
| Print |