დღის ფრაზა
ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში, პუტინი ომის დამნაშავეა - ჯო ბაიდენი
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს გამოეხმაურა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს.
„შეიძლება გახსოვთ, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში... ის ომის დამნაშავეა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის დახმარება არ შეწყვიტონ. გარდა ამისა, ბაიდენის თქმით, ომის დანაშაულის შესახებ ყველა ინფორმაცია უნდა შეგროვდეს.
„ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია... ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება, და ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი გაიმართოს. მან [პუტინმა] პასუხი უნდა აგოს“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.
ბაიდენმა იქვე აღნიშნა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესების მომხრეა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :