ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ღამით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
24 დეკემბრიდან სამცხე-ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. სამცხეში 24, 25 დეკემბერს ღამით -3, -4 გრადუსი, ჯავახეთში კი -9, -10 გრადსი ყინვაა ნავარაუდევი. -6, -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი სამცხეში 26 დეკემბერს, ხოლო ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა -13, -15 გრადუსადე დაეცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.
| Print |
თეგები: ამინდი / ყინვა /