ამინდი
გამოიდარებს თუ არა საქართველოში მომდევნო კვირიდან
საქართველოში უამინდობა მომდევნო კვირის ბოლომდე გაგრძელდება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

„ჯერჯერობით, გამოდარებას არ ველით. პირიქით - მომდევნო კვირა, ამინდის მხრივ, „სიურპრიზებით“ სავსე იქნება.

ხვალაც ნალექიანი ამინდი იქნება, თუმცა ტემპერატურა ჯერ მკვეთრად არ დაეცემა. 16 თებერვალს ასევე ნალექია მოსალოდნელი და დაიწყება ტემპერატურის კლება.

17 თებერვლიდან მკვეთრად აცივდება და მთელ საქართველოში იქნება ნალექი, უმეტესად - თოვლის სახით, ბარშიც, მთაშიც და მაღალ მთაშიც. უამინდობა კვირის ბოლომდე, ყინვებით გაგრძელდება“
- აცხადებს ჰიდრომეტეოლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე.
| Print |