ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. სამცხე-ჯავახეთში ოთხი თებერვლიდან კვლავ თოვას ვარაუდობენ.

სამ თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11, ღამით კი მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 2-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1. ადიგენში დღისით 5 გრადუსი, ღამით კი მინუს 5 არის ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 5 და ღამით მინუს 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 3 და ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 5, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღისით 12, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
| Print |