როდემდე გაგრძელდება თოვა და ყინვა რეგიონში?
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაბალი ტემპერატურა და თოვა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება. 17 მარტს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 2, ღამით კი მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 5-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6. ადიგენში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვა და ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით მინუს 4 და ღამით მინუს 14 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 5 და ღამით მინუს 15 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 6, ღამით კი მინუს 10 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 1, ღამით კი მინუს 4 გრადუსი იქნება.