ამინდი
ყინვა, დაბალი ტემპერატურა და ღრუბელი - როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში ღამით ყინვას ვარაუდობენ. 14 აპრილს ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 7, ღამით კი მინუს 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 4-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 5, ღამით კი მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიან ამინდს უნდა ველოდოთ. ახალქალაქში დღისით 2 და ღამით მინუს 13 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2 და ღამით მინუს 14 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ყინვაა მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 1 ღამით კი მინუს 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |