ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომავალ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. 16 აპრილს ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 16, ღამით კი 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 2-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 16, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღამით ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 8 და ღამით მინუს 9 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7 და ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ღამით ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 8 ღამით კი მინუს 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი შაბათ-კვირაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |