ამინდი
მზე და ტემპერატურის მატება - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 5 ივლისს ახალციხეში დღისით 24, ღამით კი 11 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 24 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 11-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 გრადუსი იქნება, ღამით კი 10 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 23, ღამით კი 9 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია. ახალქალაქში დღისით 21 და ღამით 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა მცირედით მოიმატებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 გრადუსს, ხოლო ღამით 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 19 ღამით კი 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |