ამინდი
როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7 და 8 ივლისს ახალციხეში დღისით 28, ღამით კი 13 და 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში 7 ივლისს დღისით 27 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 14-ს, 8 ივლისს კი დღისით 26 გრადუსი და ღამით 13 გრადუსი იქნება.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 და 8 ივლისს 28 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 და 14 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში 7 ივლისს დღისით  26, ღამით კი 12 გრადუსია ნავარაუდევი, 8 ივლისს კი დღისით 27, ღამით კი 16 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. ახალქალაქში 7 ივლისს დღისით 23 და ღამით 11 გრადუსი იქნება, 8 ივლისს კი დღისით 24, ღამით 8 გრადუსია მოსალოდნელი. 7 ივლისს ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 20 და ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ, 8 ივლისს კი დღისით 22, ღამით 9.

ტემპერატურა მცირედით მოიმატებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში 7 ივნისს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 26 გრადუსს, ხოლო ღამით 13-ს ვარაუდობენ, 8 ივნისს კი დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით 15. ბაკურიანში - 7 და 8 ივლისს დღისით 21 ღამით კი 10 და 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, 7 ივლისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი,  8 ივლისს კი დღისით 30, ღამით 19 გრადუსი იქნება.
| Print |