ამინდი
როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 15 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 9 ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში დღისით 7, ღამით კი მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5 და ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 გრადუსს, ხოლო ღამით 1 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 5, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 12, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.
| Print |