ამინდი
როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში სამცხე-ჯავახეთში?
4 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 8-დან 13 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 3-დან 8 გრადუსამდე დათბება.

მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნალექის შეწყვეტასთან ერთად, სავარაუდოდ, ყინვა გაძლიერდება.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 და 6 ღამით კი მინუს 2 და მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 6, ღამით კი მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4. ადიგენში დღისით 6 და 5, ღამით მინუს 9 და მინუს 8 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2, ღამით მინუს 8 და მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2 და 0, ღამით მინუს 14 და მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 და 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 2 და 1, ღამით კი მინუს 9 და და მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 და 10, ღამით კი მინუს 1 და 0 გრადუსი იქნება.
| Print |