ამინდი
როდემდე გაგრძელდება ყინვა და უნალექო ამინდი რეგიონში?
12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 12 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 და ღამით კი მინუს 8 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 3, ღამით კი მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6. ადიგენში დღისით მინუს 2, ღამით მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0, ღამით მინუს 11 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 3 -ს, ღამით მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს მინუს 3, ღამით კი მინუს 13 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით მინუს 1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 3 გრადუსი იქნება.
| Print |