ამინდი
როგორი ამინდი იქნება ნათლისღებას სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნათლისღებას სამცხე-ჯავახეთში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 20 იანვრიდან 23 იანვრამდე კი კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 19 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10, ღამით კი 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11, ღამით კი მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 8, ღამით მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 7, ღამით მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4-ს, ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 6, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |