ამინდი
-8 გრადუსი ყინვა და თოვა - რეგიონში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

სამცხე-ჯავახეთში თოვაა მოსალოდნელი. 30 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3 და ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 2, ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენში დღისით 0, ღამით მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 1, ღამით მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1-ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.
| Print |