ამინდი
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა მიმდინარე დღეებში 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა, დაახლოებით, 15-20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი, ტემპერატურა კი 16-21 გრადუსის ფარგლებში იქნება

სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 და ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 17, ღამით კი 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 7. ადიგენში დღისით 11, ღამით 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12, ღამით 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9-ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 10 გრადუსს, ხოლო ღამით 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11, ღამით კი 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი იქნება.
| Print |