ამინდი
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 და ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 16, ღამით კი 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 5. ადიგენში დღისით 14, ღამით 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 13, ღამით 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12-ს, ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 12 გრადუსს, ხოლო ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 10, ღამით კი 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი იქნება.
| Print |