ამინდი
წვიმა და დაბალი ტემპერატურა - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 29 და 30 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21 და 11, ღამით კი ორივე დღეს 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20 და 9, ღამით კი 8 და 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 21 და 10 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 და 6. ადიგენში დღისით 17 და 11, ღამით კი 5 და 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 17 და 6, ღამით 3 და 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 14 და 8- ს, ღამით კი 3 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 17 და 8 გრადუსს, ხოლო ღამით 6 და 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 16 და 4, ღამით კი 3 და 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 23 და 14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 და 9 გრადუსი იქნება.
| Print |