ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 მაისს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 18 მაისს ახალციხეში იწვიმებს, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 და ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19, ღამით კი 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით კი 6. ადიგენში დღისით 18, ღამით 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15, ღამით 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 14 -ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 18 გრადუსს, ხოლო ღამით 8 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 15, ღამით კი 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი იქნება.
| Print |