ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. 30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში გამოიდარებს და დათბება. პირველ და ორ ივლისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 და 26. ღამით კი 12 და 10 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20 და 26, ღამით კი 13 და 9 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 20 და 26 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 და 9. ადიგენში დღისით 19 და 24, ღამით 10 და 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 16 და 22, ღამით 7 და 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 15 და 20 -ს, ღამით 6 და 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 17 და 24 გრადუსს, ხოლო ღამით 10 და 8 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14 და 21, ღამით კი 8 და 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 24 და 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 და 14 გრადუსი იქნება.
| Print |