ამინდი
წვიმა, ელჭექი და სეტყვა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა.

9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

სამცხე-ჯავახეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 ივლისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 და ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 18, ღამით კი 13 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ადიგენში დღისით 17 ღამით 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14, ღამით 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13 -ს, ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 16 გრადუსს, ხოლო ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13, ღამით კი 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსი იქნება.
| Print |