ამინდი
მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა - ამინდი რეგიონში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.

სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი. 27 ივლისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 30 და ღამით კი 16 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 31, ღამით კი 18 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 31 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ადიგენში დღისით 28 ღამით 17 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 26, ღამით 13 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 24 -ს, ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 29 გრადუსს, ხოლო ღამით 16 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 26, ღამით კი 14 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 32 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 22 გრადუსი იქნება.
| Print |
თეგები: ამინდი / რეგიონი /