ამინდი
მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

31 აგვისტოს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 31 და ღამით კი 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 30, ღამით კი 15 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 30 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ადიგენში დღისით 29 ღამით 13 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 25, ღამით 11 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 24 -ს, ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 27 გრადუსს, ხოლო ღამით 17 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 25, ღამით კი 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 19 გრადუსი იქნება.
| Print |
თეგები: ამინდი / რეგიონი /