ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

14 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21 და ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19, ღამით კი 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით კი 8. ადიგენში დღისით 19 ღამით 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 16, ღამით 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 14-ს, ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 16 გრადუსს, ხოლო ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14, ღამით კი 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი იქნება.

| Print |