ამინდი
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა - ამინდი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

21 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 და ღამით კი 13 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 22, ღამით კი 13 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ადიგენში დღისით 22 ღამით 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 20, ღამით 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 -ს, ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 გრადუსს, ხოლო ღამით 13 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 17, ღამით კი 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 გრადუსი იქნება.

| Print |