ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას სამცხე–ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

28 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 27 და ღამით კი 11 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 24, ღამით კი 12 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ადიგენში დღისით 24 ღამით 12 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 22, ღამით 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 19-ს, ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 24 გრადუსს, ხოლო ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 20, ღამით კი 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსი იქნება.
| Print |