ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 15 და ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 15, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 16 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენში დღისით 13 ღამით 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 13, ღამით 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12-ს, ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 14 გრადუსს, ხოლო ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11, ღამით კი 0 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი იქნება.
| Print |