ამინდი
როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდი და სითბოა მოსალოდნელი.

26 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსია ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 22, ღამით კი 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით კი 8. ადიგენში დღისით 19 ღამით 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 16, ღამით 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16-ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 18 გრადუსს, ხოლო ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 17, ღამით კი 5 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი იქნება.
| Print |