როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში ამ უქმეებზე უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა დაიკლებს და ღამით ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ყინვაა მოსალოდნელი.
25 და 26 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 9 და 13 და ღამით კი 0 და 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12 და 15, ღამით კი 3 და 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 13 და 14 გრადუსი იქნება, ღამით 2 და 5. ადიგენში დღისით 6 და 7, ღამით მინუს 3 და 0 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით 7, ღამით მინუს 2 და 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და 5 -ს, ღამით მინუს 3 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 და 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7 და 9, ღამით კი მინუს 3 და 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 15 და 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 და 7 გრადუსი იქნება.