ამინდი
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

5 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 10 გრადუსია ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12 ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1. ადიგენში დღისით 9 ღამით მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 4 , ღამით მინუს 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6 -ს, ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 6, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი იქნება.
| Print |