ამინდი
როდემდე გაგრძელდება უამინდობა რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

26 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 9 გრადუსია ღამით კი 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9 ღამით კი 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0. ადიგენში დღისით 5 ღამით 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3, ღამით მინუს 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2 -ს, ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4, ღამით კი 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
| Print |