ამინდი
მოღრუბლულობა და ნალექი - როგორი ამინდია სამცხე-ჯავახეთში
8 მარტსა და უქმეებზე, სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში ნავარაუდევია თოვლი. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები უმეტესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

9 და 10 მარტს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +9 და +6 გრადუსს, ღამით კი მინუს 3 და 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს. დღისით +8 და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 5 და 0 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ღამით ყინავს. ტემპერატურა დღისით +8 და +5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3 და მინუს 1 გრადუსამდე დაეცემა. წვიმაა ადიგენშიც, დღისით +6 და +2, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +5 და +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 7 და მინუს 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +3 და მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 12 და მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +4 და 0 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 3 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით +3 და მინუს 3 და ღამით მინუს 9 და მინუს 6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +11 და +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 და +3 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მარტამდე, საქართველოში წვიმიანი ამინდი, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი.
| Print |