ამინდი
მზე და ყინვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები უმეტესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

12 და 13 მარტს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +10 და +14 გრადუსს, ღამით კი მინუს 4 და მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს. დღისით +10 და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 8 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ღამით ყინავს. ტემპერატურა დღისით +8 და +5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3 და მინუს 1 გრადუსამდე დაეცემა. წვიმაა ადიგენშიც, დღისით +6 და +2, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +8 და +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 8 და მინუს 4 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +7 და +9 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 10 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +7 და +11 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 12 და +2 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით +4 და +9  და ღამით მინუს 14 და მინუს 8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +11 და +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 და +3 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მარტამდე, საქართველოში წვიმიანი ამინდი, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი.
| Print |