ამინდი
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).
| Print |
თეგები: ამინდი / გარემო /