ამინდი
ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
| Print |