სიახლეები
ახალციხის ციხის წინააღმდეგ, ყოფილმა თანამშრომელმა, სასამართლოში საქმე მოიგო
ახალციხის ციხის წინააღმდეგ, ყოფილმა თანამშრომელმა, სასამართლოში საქმე მოიგო. ჯუნა ნათენაძის სარჩელი, მოსამართლე გია ბერაიამ სრულად დააკმაყოფილა. პროცესი დღეს, 18 თებერვალს გაიმართა.

მოსარჩელე მხარე, გათავისუფლების შესახებ, ახალციხის ციხის #216 ბრძანების ნაწილობრივ გაბათილებას, ჯუნა ნათენაძის თანამდებობაზე აღდგენას, განაცდური დღეების ანაზღაურებასა და ყოველ გაცდენილ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0,07 %–ის დამატებას ითხოვდა მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს შრომით კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, ჯუნა ნათენაძის შრომითი ხელშეკრულება, უვადოს სტატუსით სარგებლობდა, ამიტომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, როგორც ციხის იურისტმა, მარინე გოგოლაძემ პროცესზე განმარტა, ჯუნა ნათენაძე მუზეუმში მუშაობდა, თუმცა ხელფასს, სიტყვიერი შეთანხმებისა და მათი კეთილი ნების საფუძველზე, ახალციხის ციხე უხდიდა. დეკემბრის ბოლოს კი, ჯუნა ნათენაძესა და მასთან ერთად კიდევ ერთ მეთვალყურეს, ხელშეკრუკება შეუწყდათ და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის კითხვაზე: ,, ყველაფერ ამას აკეთებდით კანონისმიერი საფუძვლის გარეშე? საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს?!“– ციხის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ციხის საკეთილდღეოდ და სამუშო პროცესის უკეთ წარმართვისათვის ხდებოდა. მოსამრთლის მიერ, დღეს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას, ციხის ადმინისტრაცია, სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

| Print |