სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე და ბოლაჯური;

11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ინაურის, რუსთაველის, ანდრია პირველწოდებულის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ბრწყინვალეს, ტაბიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე სოფლებში ღრელი, ჭაჭარაქი, მინაძე და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა და საღამო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |